Monday, June 22, 2015

რეფლექსია

დღე-1 მომეწონა პროექტზე დაფუძნებული სწავლება. დიდი სურვილი მაქვს შემდეგში აქტიურად გამოვიყენო აღნიშნული სწავლება. არასწორად მახსოვდა პაროლი, რის გამოსწორებაშიც დამეხმარა ბატონი ირაკლი. კარგი იქნება თუ იქნება აღნიშნული თეორიის სახელმძღვანელო დაბეჭდილი სახით და არა მარტო ელექტრონული ვერსია.მაინტერესებს ბიოლოგიის საგანში შექმნილი სხვა პროექტების ნახვაც, შედარება რომ გავაკეთო შემდეგ ჩემს პროექტთან. დღე-2 დღეს გავეცანი ბროშურის შექმნას.ვნახეთ პროექტების შაბლონები, დავალებად მივიღეთ თემის შერჩევა. მინდა მოვიფიქრო რაიმე აქტუალური თემა და თანაც საინტერესო. დღე-3 დღეს გავეცანით g00gli-draiv-ს, რაც საკმაოდ მერთულა. დღე-4 დღეს გავეცანი გუგლის ფორმებით როგორ შეიძლება კვლევის ჩატარება- პროცენტულად და დიაგრამითაც ვნახე. შევქმენი ახალი ფორმა. ძალიან საინტერესოა კვლევის ჩასატარებლად. დღე-5 დღეს გავეცანი ბლოგის გაფორმებას, სურათის ჩასმას, დიზაინის შექმნას.
 დღე-6
გავეცანი მედიარესურსების კრიტიკულ შეფასებას, ასევე პრეზენტაციის მომზადება როგორ ხდება გავიხსენე.
დღე-7
გავეცანი შეკითხვების მომზადებას. ზოგადს, თემატურს და შინაარსობრივს. გავიხსენე დიაგრამების აგება ( სფერული და წრფივი), რის მიხედვითაც ძალიან ადვილია მოსწავლეთა მოსწრების დონის დადგენა.
 დღე-8
გავეცანი მასალების დადება როგორ ხდება ბლოგზე და მისი გაზიარება როგორ ხდება.
 დღე-9
გავაკეთე სასწავლო პროექტის პრეზენტაცია, მოვისმინე ჯგუფის წევრების პრეზენტაციებიც.ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო, ბევრი ახალი ვისწავლე და სურვილი მაქვს უფრო მეტი ვიმუშაო ჩემს თავზე და უკეთესად შევძლო სასწავლო პროექტების წერა.